საკრებულოს ფრაქცია" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომრემ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ბრიფინგი გამართა.გიგა შუშანიას თქმით,ქუთაისის მერიამ ნაცვლად ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისა,2 მილიონ 400 ათასი ლარი ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას დამატებით გამოუყო.
"დაასაქმა ყველა ზონდერი,რომელიც კვერცხით დარბოდა ოპოზიციის წინააღმდეგ , რომლებიც არჩევნებზე ხან კმაყოფილი მოქალაქეების როლს ასრულებდნენ "ქართული ოცნების"შეხვერებზე და შემდეგ აღშფოთებული ადამიანების როლს ოპოზიციის შეხვედრებზე.2მილიონ 400 ათასი ლარი დაუჯდება ქუთაისელებს ამ უსაქმურების შენახვა.გაუგებარია , რატომ ჭირდება ახალ ავტობუსებს,რომლებსაც 3 წლიანი გარანტია აქვს,ეს თანხა.
ახალი ავტობუსების,თურქული ავტობუსების შენახვა,რომლებიც გერმანულების ნაცვლად შემოიყვანა და ამაზე ცალკე ფული გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" , ამისთვის 23 მილიონის გადახდა ცალკე მოუწევთ ქუთაისლებს ."-განაცხადა გიგა შუშანიამ.