გელათის მონასტრის ძირათადი ტაძრის დაბოქლომების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს.
სისტემის უუნარობის და ხელისუფლების უგულო დამოკიდებულების გამო გელათში შექმნილი კატასტროფის შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია.
ამჯერად გვინდა გაუწყოთ, რომ დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა.
წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ "ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი გელათის კედლებზე.
სამინისტრო მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობების გავრცელებით შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე, ახალი იმპროვიზაციების შესახებ საზოგადოებას ვუყვებით, ბოქლომზე ჯერ არაფერი უთქვამთ!
ამჯერადაც ვითხოვთ დეტალური ინფორმაციის და ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გაავრცელებას არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე დახურულ-დაბოქლომებულ პროცესთან დაკავშირებით!"-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.
„ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია. ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.