სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარე რიონში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.
სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარე რიონში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა საინფორმაციო აქცია "ვესაუბრებით ამომრჩეველს" გამართეს და ქალაქის ცენტრალურ ბაღში მოქალაქეებს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგეს. აქტივობა მიზნად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.კომისიის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს. მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.ადგილობრივები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას,კერძოდ მთიდან ქვის გამოღებას აპროტესტებენ,რომლის ლიცენზიაც სახელმწიფოს მიერ 2006 წელს არის გაცემული.მოსახლეობა ამბობს,რომ ლიცენზია ანზორ ბურჯანაძეს ეკუთნის.ადგილობრივები მიიჩნევენ,რომ თავის დროზე ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში ე.წ. ბუიძე-კვირიკაშვილების უბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საქართველოს მთავრობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიას და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში დაგეგმა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრების ციკლი თემაზე „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ - ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად.
შეხვედრების ციკლის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ძალიან დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს აღნიშნული პროცესი.
ზემოაღნიშნული ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, მარნეულში, რომელსაც დაესწრნენ სახელწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ექიმ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.
ბიძინა კულუმბეგოვმა მოუწოდ ადამსწრე საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ დ აგაიკეთონ COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ისინი ვერ მოახერხებენ რეგისტრაციას შესაბამის პორტალზე, ჟვანია სსკოლის ყველა ადგილობრივი სასწავლო ცენტრი დაეხმარება მსურველებს მარტივად და სწრაფად დარეგისტრირებასა და ვაქცინაციის ვიზიტის კოდის მიღებაში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, თავხელიძეების და მინაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისსა და ქუთაისში 27 ივნისიდან - 18 ივლისამდე ჩატარდება ახალგაზრდული 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩატარდება.…
პარასკევი ივნისი 19
In სპორტიახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In სპორტიბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, სოფელ წითელხევში ხიდის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In საზოგადოებაწელს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს . ფესტივალი 24 ივნისიდან 2…
ხუთშაბათი ივნისი 18
In კულტურაიმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის…
ოთხშაბათი ივნისი 17
In საზოგადოება