გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს.
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს.
"ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო. 130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა დროს მასში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაღდათში მალე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ჭარბი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურას ადიდებამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ საყდრის ხიდი დააზიანა და…
შაბათი აგვისტო 29
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. …
შაბათი აგვისტო 29
In საზოგადოებაქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება.ინფორმაციას ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 2026–2027…
შაბათი აგვისტო 29
In განათლებაუწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
პარასკევი აგვისტო 28
In საზოგადოება28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.…
პარასკევი აგვისტო 28
In რელიგია