სწავლის განახლებიდან მეოთხე დღეს,ქუთაისის საბავშვო ბაღებში 108 პედაგოგია კოვიდინფიცირებული,ხოლო 30 ტესტის პასუხს ელოდება.ამ დროისთვის,ქალაქში სრულად არის დახურული 4 სააღმზრდელო დაწესებულება- მეცამეტე,ოცდამეორე,ოცდამეათე და ოცდამეთოთხმეტე საბავშვო ბაღები . ასევე დაკეტილია 7 ბაღის ცალკეული ჯგუფები.
დღეის მონაცემებით, სკოლამდელ დაწესებულებებში ჯამში 1300 ბავშვი გამოცხადდა. ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბაღების გარკვეულ პერიოდით დახურვას არ გამორიცხავს.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღი მუშაობს.