20 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, მოედანზე დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გამო.
შესაბამისად, განისაზღვრა საქალაქო ტრანსპორტის ახალი სვლაგეზები.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია გთავაზობთ მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზების ახალ მარშრუტებს:
1L ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, "ბალახვანში" ცენტრიდან მობრუნდება ტაბიძის ქუჩაზე და იმოძრავებს წითელი ხიდის მიმართულებით.
N⁰ 3 ავტობუსი , წითელი ხიდის და ცენტრალური მოედნის ნაცვლად, გაჩერდება კინო "საქართველოსთან" და სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირით.
N20 და N 4ავტობუსები ვერ დაუკავშირდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თამარ მეფის ქუჩას. იმოძრავებენ წითელი ხიდიდან თაბუკაშვილის და ავტომშენებლის ქუჩების მიმართულებით.
N⁰5 სვლაგეზის 3 ავტობუსიდან ორი ავტობუსი ივლის თაბუკაშვილი-წითელი ხიდის მიმართულებით, ხოლო ერთი იმოძრავებს ჯაჭვის ხიდი- შავგულიძის ქუჩის მიმართულებით.
არ იცვლება N⁰19 და N 1R ავტობუსების სვლაგეზები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 3 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელიდან, მოქალაქე, თბილისის მიმართულებით, 25 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში, მოქალაქე, 1 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის დახერხილი ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში, მოქალაქე, მიკროავტობუსით 2,5 კუბური მეტრი ეკლისა და რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანა, მოქალაქეს 19,92 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-მასალით ჰქონდა დატვირთული. ავტომობილზე გააქტიურებული ელექტრონული ზედნადების მიხედვით დასტურდება 13,28 კუბური მეტრი ხე-ტყის კანონიერება, 6,64 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილ ხე-მასალაზე კი, მოქალაქეს, ელექრტონულ ბაზაში, არანაირი დოკუმენტაცია არ აქვს ატვირთული.
მანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.