- საზოგადოება
- გადასვლები: 995
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
„დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა იცავს სიცოცხლეს!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირა გამოცხადდა მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური წევრების ინტენსიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები განცხადებას ავრცელებენ.
,,23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა,, რიონის ხეობის მცველების,, მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება და ხვალ დილიდან მგზავრებს ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან.
,,გაფრთხილებულია ყველა თანამშრომელი, ყველა ავტობუსი იქნება მზად, გარეცხილი და ჰიგიენა დაცული.ავტობუსებს დეზინფექცია ყოველ საღამოს უკეთდება.ყოველი კვირის ბოლოს იტესტებიან მძღოლები.ახლაც ასე გაგრძელდება.ყველა საავტომობილო ხაზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.გვყავს 60 ავტობუსი 11 ხაზზე.ყველა უბანში, სადაც შეიძლება ავტობუსით გადაადგილება, ვემსახურებით ჩვენს თანაქალაქელებს.
რაც შეეხება საბარატე სისტემას, ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, დარჩენილია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა და 17 ივნისიდან შევა ძალაში.,,-აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
ჭიათურის მერი ვერ ადასტურებს, ნამდვილად ამოიკერა თუ არა პირი ,,ჯორჯიან მანგანეზის,, საქმიანობით დაზარალებულმა სამმა ადამიანმა.
გივი მოდებაზე აცხადებს, რომ, მასთან კარვის გაშლის მოთხოვნით კომუნიკაცია დაახლოებით 4-5 დღის წინ შედგა.
,,ადვოკატის მეშვეობით იყვნენ მოსულები, უნდოდათ კარვის გაშლა, ჩვენ ვუთხარით, რომ წერილობით მოემართათ ,რა უნდოდათ უფრო ზუსტად, თუმცა ამ დრომდე არავინ მოსულა. ,,-აცხადებს გივი მოდებაძე.
როგორც ჭიათურის მერი ამბობს, კომპანიამ დაზარალებულებს კონკრეტული ფინანსური შეთავაზება გაუკეთა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. გივი მოდებაძე თანხის რაოდენობას ვერ ასახელებს.
,,ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებისთვის არის კონკრეტული შეთავაზება, ფინანსურად ზუსტად არ ვიცი თანხა, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ, რომ უფრო მეტი ეკუთვნით.
მე თავიდანვე შევთავაზე ორი ვარიანტი-სასამართლოში წასვლა და დავა, ან მეორე -ალტერნატიული ექსპერტიზა. ამ დრომდე არაფერი არ აქვთ გაკეთებული.,, -ამბობს ჭიათურის მერი.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის,, მიერ მარგანეცის მოპოვების შედეგად დაზარალებულმა რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის…
სამშაბათი დეკემბერი 16
In სპორტი19 დეკემბერს 18:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.(ცენტრალური პარკის შესასვლელი) საახალწლო კონცერტს…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ქ.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოებართული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი)…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება