დღესვე ქუთაისში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.მათ კოლეგის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
დღესვე ქუთაისში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.მათ კოლეგის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
კოლეგის გარდაცვალებას ქუთაისში მედიის წარმომადგენლები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
,,გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი“-ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.
მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.
მოვითხოვთ:
დღეს 19 საათზე ქუთაისში,მესხიშვილის თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები მწუხარებას გამოხატავენ ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს, ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, "თბილისი პრაიდის"მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს.მას ოპერაციაც გაუკეთდა.გარდაცვლილი დედამ სახლში,დილით ადრე იპოვა.
დღევანდელი აქციის მიზანია,კიდევ ერთხელ ვთქვათ "არა ძალადობას" .ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალაქის და მათ შორის ჟურნალისტის სიცოცხლე და უსაფრთხოება.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა,რომელიც 5 ივლისს,სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სცემეს,გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "აქტორი"(act2.ge)უსამძიმრებს ოჯახს,ტელევიზიასა და კოლეგებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.ა.ი.პ. რაგბის კლუბ ,,ბაღდათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ბაღდათის მერმა…
პარასკევი მარტი 06
In სპორტისაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება