ოცამდე მუშამ დღეს აქცია გამართა.ისინი დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობაზე იყვენენ დასაქმებული.მუშები დამსაქმებელმა, შპს ,.კრეატივის,, ხელმძღვანელმა სულხან გოგიბერიძემ გუშინ სამსახურიდან დაითხოვა.აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ გათავისუფლება უმიზეზოდ მოხდა.ისინი ხელშეკრულების გარეშე იყვნენ დასაქმებული და ახლა არც კომპენსაციებს არ აძლევენ.
,,პირობები იყო ძალიან ცუდი.მინიმალურ თანხაზე გვამუშავებდნენ.იყო ცუდი მოპყრობა.არ გვქონდა დასვენების დღეები.თუ რამეს იტყოდი,მიბრძანდი-ეს იყო პასუხი.გუშინ ჩვეულებრივ ვიმუშავეთ.დღის ბოლოს დაგვიძახა უფროსმა და გვითხრა გათავისუფლების შესახებ,,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,კობა ხაჟომიამ.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პარტია ,, თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარემ გამოუცხადა.
,,საქართველოში შრომით ურთიერთობებში ოცდამეერთე საუკუნე ჯერ არ შემოსულა.ამუშავებენ ადამიანებს მეცამეტე საუკუნის პირობებში.ოცამდე ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან.ამაში არის დამნაშავე სახელმწიფო ,რომელიც ვერ იცავს ადამიანის შრომით უფლებებს,,-განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისში,პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილებისთვის კორპუსებს დევნილთა სამინისტროს დაკვეთით შპს ,,კრეატივი,, აშენებს.შპს-ეს ხელმძღვანელობამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
გაიზრდება თუ არ მგზავრობის საფასური ქუთაისში?ქალაქის მერი ამბობს,რომ ამ ეტაპზე არა.თუმცა ძველი ტარიფი მხოლოდ დროებით დარჩება,მანამ,სანამ გადახდის ახალი სისტემა დაინერგება.
,,იქამდე, ვიდრე ავტობუსებში არ იქნება დამონტაჟებული უკონტაქტო გადახდის სისტემები, ეს ძველი ტარიფები ძალაში დარჩება .ამიტომ მინდა ვუთხრა მოსახლეობას კიდევ ერთხელ, რომ ვინარჩუნებთ აღნიშნულ სატარიფო პოლიტიკას.,,-განაცხადა ქუთაისის მერმა.
მუნიციპალურ ახალ ავტობუსებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდის შესახებ გუშინ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.გიორგი გიორგობიანის თქმით,სამგზავრო სავარაუდოდ 10 თეთრით გაიზრდება,თუმცა საკითხს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.