ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დღეს მედიას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მიღებული წერილი გააცნო.გიგა შუშანიას თქმით, ოფიციალურ დოკუმენტში წერია,რომ აუდიტის დაკვნაზე გამოძიება დაიწყო.
"ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით"-წერია პროკურატურის წერილში.
გიგა შუშანიამ პროკურატურას ქუთაისის მერიაში არსებული ვითარების გამოძიებისთვის 11 აპრილს მიმართა და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია,რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში იყვნენ და ბიუჯეტიდან ჯამში 358 ათასი ლარი აქვთ დარიცხული.დასკვნა ეხება 2019-2020 წლებს.იგივე წლებში საჯარო მოხელეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331 000 ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432 000 ათასი ლარი.