ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის "ქალთა კლუბის" ინიციატივით ქუთაისში ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატების პერსონალური გამოფენა იმართება. გამოფენას ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში მასპინძლობს.ნახატების დათვალიერება 26-29 აპრილის ჩათვლით 10:00-17:00 საათამდეა შესაძლებელი პარალელურად, დამთვალიერებელს შეუძლია არტ-სტუდია „ანდამატის“ და ქუთაისის ქალთა კლუბის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის მიზერულ ფასად შეძენა. კატალოგი „დათას ფერადი სამყარო“ სრულად მოიცავს დათას მიერ შესრულებულ ნახატებს და მის ბიოგრაფიულ ნაწილს.
„დათუნას არ ვიცნობდით, არც ჩვენ და არც ქალთა კლუბის წევრები. ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მისი უსასრულობაში დაკარგული ნახატი ტკივილიანი დღეების სიმბოლოდ იქცა. ყველამ ვიგრძენით უძლურება, საოცრად დავპატარავდით, მაგრამ ვხდებოდით რომ ამ ტრაგედიის ფონზე ნიჭიერება მაინც ზეიმობდა.“ - ამბობს ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.
ქალთა კლუბის თავჯდომარის მარიკა ვაჭარაძის თქმით: „როდესაც მის პედაგოგს ვესაუბრე და იდეა გავაცანი, აღმოჩნდა რომ ორივეს ერთნაირი ფიქრები გვქონდა დათას შემოქმედების მიმართ. მისი ნახატებიდან ჩანდა, რომ დათუნა აზროვნებდა, ახლა ამ დროში არა - იქ სადღაც მომავალში. უსწრებდა დროს და ფანქრით, ფუნჯით, ფერებით გვიყვებოდა მომავლის ამბავს. ამბავს, რომელიც ჩვენთვის დაწერა უსასრულობამდე...„
გამოფენა ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, 29 აპრილს 15:00 საათზე დაიხურება.ღონისძიებას დათა შომახიას მამა, გია შომახია და დათას ხელოვნების პედაგოგი ლია კასპელაშვილიც დაესწრება. აღსანიშნავია, რომ კატალოგის „დათას ფერადი სამყარო“ შეძენით შემოსული თანხა უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის დახმარებას მოხმარდება. ახლაგაზრდა უკრაიბელი დედა 10 თვის შვილთან ერთად ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.