ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიგა შუშანიამ დღეს პროკუტარაში განცხადება შეიტანა და ქუთაისის მერიის იმ თანამდებობის პირების დასჯა მოითხოვა,რომელთა პასუხისმგებლობაც აუდიტის დასკვნის მიხედვით იკვეთება.
"მაშინ როდესაც , "ქართული ოცნება" ასამართლებს პრეზიდენტ სააკაშვილს 7 პიჯაკის შეძენისთვის,გვირგვინებისა და პრეზიდენტ იუშენკოს მასპინძლობისათვის,აი ამ დროს, ქუთაისის მერია , 2019 - 2020 წლებში მილიონობით ლარის გაფლანგვით იყო დაკავებული,საკუთარ თავებს სოციალურად დაუცველების სტატუსით 382 ათას ლარს უწერდნენ,22 მილიონიანი ახალი ავტობუსები შეძენიდან 9 თვის განმავლობაში 594-ჯერ გაფუჭდა. დასკნაში წერია,რომ მილიონობით ლარი არის გაფლანგული გზებზე,ინფრასტრუქტურაზე.აქ იკვეთება დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა,თანამდებობის ბოროტად გამოყენება,გულგრილობა,ამიტომ მივმართავ პროკურატურას,დაიწყოს გამოძიება და დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი."-განაცხადა გიგა შუშანიამ.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია,რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში იყვნენ და ბიუჯეტიდან ჯამში 358 ათასი ლარი აქვთ დარიცხული.დასკვნის მიხედვით, საქმე ეხება 2019-2020 წლებს.
ასევე იგივე წლებში , საჯარო მოხელეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331 000 ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432 000 ათასი ლარი.