იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი თემატური ფოტო-მასალა დაათვალიერეს.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავს.
,, ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით ქუთაისს. მეფე დავითი ყოველთვის იყო სიმბოლო სიძლიერის და სიმამაცის. ვისურვებდი, რომ ისტორიულ წარსულში ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე გადმოგვეტანოს დღევანდელ რეალობაში, რამეთუ ერთიანობა და ეროვნული სულისკვეთება არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა" - ზვიად შალამბერიძე.
,, დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე.
"დავითობას " გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!" - იოსებ ხახალეიშვილი.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა ,,ძლევაი საკვირველი" მოეწყო. ასევე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა".
დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
ღონისძიებები COVID-19-ის რეგულაციების დაცვით გაიმართა.
8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.
9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 8 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.