შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე 14 სექტემბრის 20:00სთ-დან 15 სექტემბრის 08:00სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.