ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კამპანიის „ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვორქშოპს უმასპინძლა თემაზე „გენდერული ძალადობის და ფემიციდის გაშუქების სტანდარტები და ჟურნალისტიკური ეთიკა“.
ტრენერებმა: ანა ლობჟანიძემ (სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი) და დავით ლიკლიკაძემ (სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი) იმერეთში მოქმედ აქტიური მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს: გენდერული მეინსტრიმინგი და მისი მნიშვნელობა მედია ორგანიზაციებში; მრავალფეროვნება წყაროებში; სამართლებრივი გაშუქების პრინციპები; გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება; სექსიზმი - დეფინიცია, გამოვლინება; მასალის გაშუქების ფოკუსი; სავარაუდო მსხვერპლი/მოძალადე იდენტიფიცირება; რა იწვევს გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას მედიაში და რა უნდა ვქნათ მის აღმოსაფხვრელად.
ვორქშოპი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს კი სამუშაო შეხვედრის ბოლოს გადაეცათ სერთიფიკატები.