ქუთაისი " ევროპის მობილობის კვირეულს“ უერთდება და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
კვირეულის გამართვის მიზანია არამოტორიზებული ტრანსპორტის წახალისება, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
20 სექტემბერს, „ ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში , ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
18:00 – 20:00 სთ. - მოეწყობა ველო-მსვლელობა სპორტსმენებისა და ორგანიზატორების ჩართულობით. ( 16:00 საათიდან სამანქანე მოძრაობისთვის გადაიკეტება გზა რუსთაველის გამზირზე, ცისფერყანწელთა ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩამდე).
ქუჩა გახსნილი იქნება ეკო-მეგობრული ტრანსპორტისა და ფეხით სეირნობისთვის. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები გამართავენ გამოფენას.
ღონისძიებებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, მათ შორის საკუთარი ეკო-მეგობრული ტრანსპორტით.
" ევროპის მობილობის კვირეული“ უკვე 20 წელია 16-22 სექტემბერს აღინიშნება. კვირეულის შესახებ ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის და პირველად ის 2002 წელს ჩატარდა. წლევანდელი კვირეულის მთავარი გზავნილია "უკეთესი კავშირები". კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს 56 ქვეყანაში 1500-მდე აქტივობაა დაგეგმილი.
კვირეული იმართება ქუთაისის მერიისა და ორგანიზაცია „ოლ სთრით" (All Street)-ის ორგანიზებით, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით.
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან