თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა სიმონეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი და რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებითა და კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე - ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა. ღონისძიებას იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, ასევე ადგილობრივ დონეზე ცენტრალური და არასამთავრობო სერვისების მიმწოდებლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების პირველ ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პროექტის არსზე ისაუბრეს,ასევე მის ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ და დღესდღეობით ყველაზე საჭირო ვებგვერდზე - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრულ რესურცენტრსა და მის პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტებში - შედეგები და გამოწვევები.
ვებგვერდი - http://gbvdigitalresourcecenter.ge/არის უნიკალური შესაძლებლობა ძალადობის მსხვერპლთა ან დაზარალებულთათვის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა სერვისსა თუ პროგრამას [სამთავრობო, არასამთავრობო, მუნიციპალური].
მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ რეგიონალური ქალთა მხარდაჭერის ცენტრების კონსულტანტებმა ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
მესამე ნაწილში კი მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით (საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები და სხვ.) საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
დისკუსიისას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
„თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს“- გვითხრა, რუსუდან პაჭკორიამ, ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენელმა.
გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს სამტრედიაში. ოპოზიცის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, 2012 წლიდან "ქართულ ოცნებას " არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და განვითარების ნაცვლად ქვეყანა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. აქციის მონაწილეები ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.
ქუთაისელი მომღერალი და პოეტი თამაზ მონიავა გარდაიცვალა.ინფორმაციას მეგობრები ადასტურებენ და მწუხარებას გამოხატავენ.
თამაზ მონიავა 1968 წელს დაიბადა.
ქუთაისელი კოლორიტი საკუთარ სახლში დილით გარდაცვლილი იპოვეს.გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" განხორციელებაში. ამ ეტაპზე ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, ქალთა…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთადა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება . ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოება