ქუთაისში,ძლიერი წვიმის შედეგად ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა.წყალი შევიდა მაღაზიებშიც,დასველდა პროდუქტი.დატბორილია წითელ ხიდთან ავტობუსების გაჩერების მიმდებარე ტერიტორია და ტროტუარი.
ფოტოებს მელანო მოდებაძე ავრცელებს ფეისბუქ ჯგუფში "ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები"
შეგახსენებთ,ფალიაშვილის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ერთი კვირის წინ გაიხსნა.