იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ევროკავშირის დაფინანსებით, თერჯოლაში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
,,მთლიანად იმერეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალება მოგვცა ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამამ. აქედან 5 000 000 ლარის პროექტები ხორციელდება თერჯოლაში და მინდა გამოვყო ერთი კონკრეტული-საგვარჯილეს პროექტი სოფელ ძევრში, რომელიც ძალიან საინტერესო ლოკაცია იყო აქამდე და რეაბილიტაციის შემდეგ, იქნება უფრო მეტად მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
საპილოტე პროგრამის ეგიდით აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შენდება საბავშვო ბაღი, ასევე ეწყობა ტურისტული ლოკაცია, ამფითეატრი და რეკრეაციული სივცეები.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება ამფითეატრის მიმდებარე შენობებს. ეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და რედაქციის შენობის გარე ფასადები.
ასევე, სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ტურისტულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.
ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი.
„რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე - თითქმის 440 ლარი იქნება პენსია, სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.
გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს, მკვეთრად გამოხატული შშ პირთა სოციალური დახმარებების ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება დევნილთა სახლების მშენებლობა.
„მოგეხსენებათ, დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ. 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და ძალიან მალე დასრულდება, ამისთვის 250 მილიონი ლარია გამოყოფილი 2023 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.