ქუთაისის მერია კადრების გაზრდას 22 ადამიანით გეგმავს. 29 მაისს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე საკითხი დასამტკიცებლად გავა.ინფორმაცია მედიას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,, წევრმა გიგა შუშანიამ მიაწოდა.მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ოცდაორიდან ხელშეკრულებით 11ადამიანს დაიმატებს, ხოლო, 11 კი მერიის სამსახურებში დასაქმდება. ახალი კადრებიდან 6 ქოლცენტრში იმუშავებს.
,,როდესაც ქვეყანა იქცევა, ქუთაისის მერმა გადაწყვიტა, პარტაქტივი დაასაქმოს და 22 ადამიანით ზრდის შტატებს.ქუთაისის მერიაში 4500 ადამიანზე მეტი მუშაობს, 45 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ყოველწლიურად ხელფასებისათვის.ქმნიან გაურკვეველ ქოლცენტრს მომსახურეობის გაუმჯობესებისათვის,მაშინ როდესაც ცხელი ხაზი ისედაც მუშაობს ქუთაისის მერიაში. ეს არის გაუმაძღრობის,უპასუხიმგებლო დამოკიდებულების მაგალითი საკუთარი ქალაქის მიმართ, როცა ქალაქი ღარიბდება და იცლება,შენ ამ დროს საკუთარ აქტივისტებს ზრდიდე და ამატებდე, ეს არის ქუთაისის მერის მიერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ქალაქისადმი უპატივცემულობა.,,-გიგა შუშანია, საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი.