ქუთაისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო, ცხრა პირისთვის 5000 ლარიანი ჯარიმის ან 60 დღიანი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღძრულია 9 ადამიანის მიმართ.
გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილი 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტოს ავტორი მარიამ პატარაია
11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, +2, დღისით კი +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10,-12, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -15,-17, დღისით კი -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.