,, აჯანყდი,რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია.,, ,,თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა,, ,,სამართალი ხალხს,დამხობა ოლიგარქიას,,-ამ შინაარსის ბანერები დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში, წითელ,რუსთაველის და თეთრ ხიდებზე გადმოფინეს.
პროტესტის ამ ფორმით მათ ,,ქართული ოცნების,, დამფუძნებლის,ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე აღნიშნეს.


ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე უთავსახურო ჭები მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
,,უთავსახურო ჭები ჩხობაძის ქუჩაზე, 3 მეტრში სტადიონია და ბავშვები თამაშობენ. ვინ უნდა მიხედოს ამას ? ,,-წერს ჯგუფში ,,ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები,, მოქალაქე ნათია უგლავა.

