ჭიათურაში მაღაროელები უკვე 20 დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან.24 მარტიდან კი გეგმავენ,აქციევი დედაქალაქში გააგრძელონ.
,,ორშაბათს 24 მარტს მივდივართ თბილისში , რადგან ჩვენი ხმა უფრო მკაფიოდ გავაგონოთ ხელისუფალს. ,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, კრიზისი მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, დატოვოს ქალაქი. ისინი აგრეთვე კუთვნილი ხელფასების დარიცხვას მოითხოვენ.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,,მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მაღაროელებს ხელფასის 60%-ს დაპირდა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ მიწისქვეშა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.