25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ა.კ., 1985 წელს დაბადებული ს.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ს., 1983 წელს დაბადებული ო.დ., 1985 წელს დაბადებული გ.კ. (მეტსახელად „კვერცხა“) და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ვ. (მეტსახელად „გოტო“). ასევე, აღნიშნული დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი", 1976 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“).
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.