ხვალ, 27 დეკემბერს, ჭიათურაში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.ცერემონია 18:00 საათზე დაიწყება.მანამდე კი ქალაქის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ :თამუნა ამონაშვილი და ბენდი. ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, ანსამბლი „გორდელა,“ ჯგუფი „შერეკილები“
საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
პროგრამა:
17:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან,ფოტოების გადაღება და საჩუქრების დარიგება;
18:00-ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება
18:05 სადღესასწაულო კონცერტი
20:00 ფოიერვერკი.
ფოტო არქივიდან.
