საჩხერეში, ჭალის აბაშიძეების ბაზილიკის კედლის მხატვრობა დაზიანებულია.ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ავრცელებს. თორნიკე ბარათაშვილი წერს,რომ ფრესკები ,,უმძიმეს მდგომარეობაშია,,

,,მართლაც ტრაგიკული სურათი დაგვხვდა საჩხერეში, ჭალის აბაშიძეების ბაზილიკის(XVIს) კედლის მხატვრობაზე.
ფრესკა, ნალესობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
უმეტეს შემთხვევაში გამობერილია, კედელს მოცილებულია, აღინიშნება ბზარები და ტენიანობა აქტიური ჩამოცვენის მაღალ რისკს ქმნის.
ტაძრის დასავლეთის კედელს აქვს ბზარი და სასწრაფო გამაგრება სჭირდება.

ვიდრე ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მოქალაქემ არ დაწერა, სააგენტოში ამით არავინ დაინტერესებულა.
ერთი კვირის წინ მოსულან და დროებითი ზედაპირული ფიქსაციის პროცესი დაუწყიათ.

ეს შემთხვევაც ადასტურებს, რომ, როცა სისტემა ბოლომდე ჩამოშლილია, ინდივიდუალურ აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობის გადასარჩენად.,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
