დღეს , 25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ცერემონია 20:00საათზე გაიმართება. ნაძვის ხის ანთებამდე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება.
18:30 საათი- ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგთა და მოსწავლეთა კონცერტი.
20:00 საათი- გაიმართება ნაძვის ხის ანთების ცერემონია. იმღერებს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი (ხელმძღვანელი ნათია გოგუაძე).
იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი,დირიჟორი ირინე ლომინაძე.
20:30 საათი - დიჯეი სეტი.
