ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ საკვები ვაუჩერის დარიგების ფაქტს ეხმაურებიან.
მათი თქმით,პროფკავშირებმა მაღაროელებისთვის 50 ლარიანი ვაუჩერი გამოყო,თუმცა დარიგებული პროდუქტის ღირებულება ბევრად ნაკლებია.
ვაუჩერის მიხედვით,ჭიათურელებს 6 დასახელების პროდუქტი გადაეცათ.-ზეთი,მაკარონი,ვერმიშელი,ბრინჯი,წიწიბურა და შაქარი.
,15-20 ლარი არ არის ღირებულება და ასე გვიტეხავენ თანხებს.,,
,,რეალურად ეს არის 16 ლარიანი ვაუჩერი.ამხელა პროფკავშირები არის,ამხელა ძალაუფლება აქვთ და მინიმალური არ გააკეთა ,რაც უნდა გაეკეთებინა. ,,-ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში გაფიცვა 40 დღეა გრძელდება. ,,ჯორჯიან მანგანეზში,, დასაქმებულები კომპანიის ქალაქიდან გასვლას, ხელფასების დარიცხვას და პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით,დღეს მათ ჭიათურელი მაღაროელებისათვის საკვები პროდუქტების ვაუჩერის დარიგება დაიწყეს. ინფორმაცია პროფკავშირებმა გაავრცელა.
,,დღეიდან დავიწყეთ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების დარიგება. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან მოგეხსნებათ წარმოება გაჩერებულია და ამ პირობებში მაღაროელებისა და მათი ოჯახების გვერდით დგომა მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ვაუჩერების დარიგების პარალელურად კონკრეტული ადამიანებისგან და ჯგუფებისგან ვრცელდება არაერთი დეზინფორმაცია, რომლის მიზანია ჭიათურელების შეცდომაში შეყვანა . გვსურს განვმარტოთ, რომ ვაუჩერებს ვარიგებთ პროფკავშირების გაერთიანება და ეს ჩვენი კეთილი ნებაა, რომელიც არ უკავშირდება კოლექტიურ ხელშეკრულებას, იმ ხელშეკრულებას , რომლის დარღვევასაც სამწუხაროდ უხეშად ცდილობდა კომპანია და სწორედ ჩვენი აქტიური სამართლებრივი ქმედებების შედეგად არ მიეცათ მათ ამის შესაძლებლობა .
ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს და ვაიძულებთ კომპანიას შეასრულოს კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ჭიათურელი მაღაროელები მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა სოციალურ ბენეფიტს.,,-წერია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.