🇬🇪
რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა სახეობების გამრავლება და დაცვაა. რიონის აღკვეთილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაარსდება. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ისინი ბუნებრივ გარემოში მრავლდებიან. აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.
საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.საუბარია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.
