სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისის,ბათუმისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამას იწყებს.
პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად გადაყვანა.
პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით აღჭურვილი 20 ავტომანქანა შეიძინა. დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.
12-14 აგვისტოს შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ქ. თბილისში 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13-14 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.