ჭიათურაში ამ წუთებში მაღაროელთა საპროტესტო აქცია იმართება.
,,ჩვენ აქ არ გვევლინება დგომა.გავხდით იძულებული, აქციები გაგვემართა.
ჩვენ არ გვინდა სამსახური ქალაქის განადგურების ხარჯზე,მინდა ვუყხრა ვათ,ვისაც გონია,რომ ჩვენთვის დღევანდელი ლუკმა-პურია ყველაზე მნიშვნელოვანი. არა ბატონებო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების მომავალი და მათ აქ არ უნდა დავახვედროთ ერთი დიდი კარიერი.ხელფასებიც გვჭირდება, ლუკმა-პურიც ,მაგრამ ჩვენი ქალაქიც გვჭირდება.,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია-კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა დატოვოს ქალაქი,შეწყდეს მარგანეცის ღია კარიერული წესით მოპოვება და სახელფასო დავალიანება დაიფაროს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მზადაა მიწისქვეშა სამუშაოები აღადგინოს, თუმცა, კონკრეტული პირობებით.
ჯორჯიან მანგანეზი" ითხოვს, რომ შუქრუთის მოსახლეობამ შეწყვიტოს მაღაროების პიკეტირება, საწარმოებში სამუშაო დრო კი 12-დან რვა საათამდე შემცირდეს. სხვა დეტალები უცნობია.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებას მაღაროელები არ ეთანხმებიან.
18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.