- საზოგადოება
- გადასვლები: 446
საქართველოს პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულები იყვნენ აჭარის რეგიონში. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა.
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტის გამოყენებით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ხოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21-22 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მდინარე რიონიზე ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს.
მდინარეზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 436 მეტრია. პროექტი ასევე ითვალისწინებს 2 კილომეტრი სიგრძის მისასვლელი გზების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია MIRBUD-CS ასრულებს.
ფოთამდე მისასვლელი ამჟამად მოქმედი გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა სრულად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.
,,ფოთის ახალი ხიდი და მისასვლელი გზები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ახალი ხიდის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ქვეყნის ეკონომიკური და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.,,-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოება