“ჯორჯიან მანგანეზსა„ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა,შესაბამისად, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
“ჯორჯიან მანგანეზსა„ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა,შესაბამისად, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ტქმით,ქუტაისის აეროპორტს დიდი პოტენციალი აქვს.
,,დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადია და წარმატებული პროექტია. გახსნის დღიდან ქუთაისის აეროპორტი ძალიან სწრაფად ვითარდება. მგზავრთა ნაკადი არის გაორმაგებული და გაოთხმაგებული. ახალი ტერმინალი ექვსჯერ დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი. ეს გვაძლევს მის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი შემოვა ამ აეროპორტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
,,დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სივრცე. ტერმინალის საერთო ფართობი 6-ჯერ, 30 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც მართლაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის. ასევე პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთგამტარუნარიანობა და განახლებული აეროპორტი 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონალური, მცირე ბიზნესისთვის, ასევ გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები, გასასვლელები, ბარგის გაცემის ლენტი და ა.შ. ყველა პარამეტრით ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტების მსხვილი აეროპორტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.
„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.სხდომათა დარბაზიდან გამოსული ადვოკატის,დალი სულაქველიძის თქმით, ბრალდებულები 173-ე მუხლით,რომელიც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, გაამართლეს,ხოლო 166-ე მუხლის მიხედვით ,რომელიც ხულიგნობას გულისხმობს,მათ მოსამართლემ შენიშვნა მისცა,რის გასაჩივრებასაც ადვოკატი გეგმავს.
8 დაკავებულს სასამართლოსთან მხარდამჭერები ელოდნენ,რომლებიც მიმდებარე ტეტიტორიაზე აქციას მართავდნენ.
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.ნოდარ ჩაჩანიძე ფეისბუქგვერდზე წერს,რომ გუშინ საღამოს "ჯორჯიანმანგანეზის"ხელმძღვანელობამ და კომპანიის სახელმწიფო მმართველმა ახალი პირობებით მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვეს.შედეგად კი სოფლის მოსახლეობამ მშრალ შიმშილობაზე უარი თქვეს და წყლის მიღება განაახლეს.კომპანია"ჯორჯიანმანგანეზთან" მოლაპარაკებებში შუქრუთელების მხრიდან ჩართულია მაღალკვალიფიციური იურისტი-მედიატორი.ნოდარ ჩაჩანიძე იმედოვნებს,რომ მოლაპარაკებები უმოკლეს დრო ში წარმატებით დასრულდება.
შუქრუთის მაცხოვრებლებმა რამდენიმე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყეს.ისინი თბილისში,ამერიკის საელჩოსთან იმყოფებიან.ითხოვენ,რომ კომპანია "ჯორჯიანმანგანეზმა" მარგანეცის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაუროთ
23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოებაWizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოებადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოებაქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს. 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოება