" ქუთაისობა 2022"-ის პროგრამაში, 2 მაისს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო , შევიდა ცვლილებები. შეიცვალა რამდენიმე ღონისძიების გამართვის ადგილი.

" ქუთაისობა 2022"-ის პროგრამაში, 2 მაისს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო , შევიდა ცვლილებები. შეიცვალა რამდენიმე ღონისძიების გამართვის ადგილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრები და საპარკინგე სივრცე, სოფელ ობჩაში ბაია აბულაძის და რატი არჩილავას მარნებთან მისასვლელ გზებზე.
ქუთაისელი ანასტასია კირთაძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. მას მიღწეულ წარმატებას ქუთაისის მერი ულოცავს.
"ევროპის ჩემპიონობას ვულოცავ ჩვენს სახელოვან ახალგაზრდა მოჭადრაკეს ანასტასია კირთაძეს!
ევროპის სასკოლო ჩემპიონატი საბერძნეთში კუნძულ როდოსზე იმართება და დღეს დასრულდება.
რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე განახლდა არსებული სკვერი. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ძელსკამები და ფანჩატური, მოეწყო განათების ახალი სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით,აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).
„2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის, თითქმის, მესამედს შეადგენს. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.
2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 918.7 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელი. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2021 წელს, იმიგრანტების 53.4 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ…
ორშაბათი სექტემბერი 21
In განათლებაქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In სპორტიმართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა სრულდება. ყოვლადწმინდა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In რელიგიაბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის ტურნირზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა , ფინალში ამრეიკელი ბენ…
კვირა სექტემბერი 20
In სპორტისურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოება19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოება