დღეს თბილისში აქცია გაიმართება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება. 3 ივლისს, 20:00 საათზე აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს  მიიღეს.

ქუთაისიდან აქციაზე დასასწრებად  მოქალაქეები 14:00საათზე, სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოს ავტორი ქეთი დეისაძე

დღის სიახლეები

საზოგადოება

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search