,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,, ,,ქუთაისი არ ნებდება,,-დღეს ,სახალხო პროტესტის 108-ე დღეს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,, ,,ქუთაისი არ ნებდება,,-დღეს ,სახალხო პროტესტის 108-ე დღეს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ჭიათურაში მაღაროელთა სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
,,ერთად გადავარჩინოთ ჭიათურა,,-ამ სლოგანით დღეს მაღაროელთა ქალაქში საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, კრიზისი მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, დატოვოს ქალაქი. ისინი აგრეთვე კუთვნილი ხელფასების დარიცხვას მოითხოვენ.

2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,,მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მაღაროელებს ხელფასის 60%-ს დაპირდა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ მიწისქვეშა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
,,მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.,,-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ქუთაისი არ ნებდება!-შაბათს ,15 მარტს ქუთაისში სოლიდარობის მსვლელობა, ხოლო შემდეგ ლექცია-დისკუსია გაიმართება.
,,ჩვენ არ ვნებდებით! ბრძოლა არ დასრულდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრები!
15 მარტს, 18:00 სთ-ზე ქუთაისის მერიის წინ დაიწყება სოლიდარობის მსვლელობა – ჩვენი ხმა რეჟიმის ტყვეებისთვის, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის!
20:00 სთ.-ზე იგივე ლოკაციაზე გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია: რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს?! ვისაუბრებთ: როგორ გაყალბდა არჩევნები?! მტკიცებულებებზე, გაყალბების მექანიზმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე!
ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს ხმას და ჩვენს ქვეყანას.,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
ფოტო-ნია ხარაძე
ხვალ,შაბათს, 15 მარტს, 13:00საათზე,ჭიათურაში მაღაროელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.
,,გელოდებით ყველას, ვისაც ჭიათურის და მშრომელი ადამიანების ბედი განაღვლებთ. ერთად გადავარჩინოთ ჭიათურა!,,-აცხადებენ ორგანიზატორები
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი პირი, ერთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ქუთასში დღეს დაკრძალეს.
6 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.
2 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე წარმატებულ სეზონს აგრძელებს.სპორტსმენმა ზედიზედ მესამე ოქრო მოიპოვა.მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო ფარიკაობის მასტერსის…
კვირა ნოემბერი 01
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი…
კვირა ნოემბერი 01
In საზოგადოებამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ინდოეთში ,(ნიუ-დელი) მიმდინარე მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის…
შაბათი ოქტომბერი 31
In სპორტიშავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს…
შაბათი ოქტომბერი 31
In საზოგადოებაქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ საერთაშორისო ფოტოკონკურსის " ილო 2026"-ის…
პარასკევი ოქტომბერი 30
In კულტურაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი…
კვირა ნოემბერი 01
In საზოგადოებაშავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს…
შაბათი ოქტომბერი 31
In საზოგადოებასაქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ ქუთაისში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება…
ოთხშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ, ქუთაისელ პირველკლასელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამწვანების…
ოთხშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გაიმართა. ქალაქ ბაღდათში ცენტრალურ სტადიონთან…
ოთხშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოება