ქუთაისი არ ნებდება!-შაბათს ,15 მარტს ქუთაისში სოლიდარობის მსვლელობა, ხოლო შემდეგ ლექცია-დისკუსია გაიმართება.
,,ჩვენ არ ვნებდებით! ბრძოლა არ დასრულდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრები!
15 მარტს, 18:00 სთ-ზე ქუთაისის მერიის წინ დაიწყება სოლიდარობის მსვლელობა – ჩვენი ხმა რეჟიმის ტყვეებისთვის, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის!
20:00 სთ.-ზე იგივე ლოკაციაზე გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია: რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს?! ვისაუბრებთ: როგორ გაყალბდა არჩევნები?! მტკიცებულებებზე, გაყალბების მექანიზმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე!
ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს ხმას და ჩვენს ქვეყანას.,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
ფოტო-ნია ხარაძე