ჭიათურაში მაღაროელთა სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
,,ერთად გადავარჩინოთ ჭიათურა,,-ამ სლოგანით დღეს მაღაროელთა ქალაქში საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, კრიზისი მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, დატოვოს ქალაქი. ისინი აგრეთვე კუთვნილი ხელფასების დარიცხვას მოითხოვენ.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,,მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მაღაროელებს ხელფასის 60%-ს დაპირდა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ მიწისქვეშა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.