ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.
შეხვედრაზე პროგრამის მიზნებზე, პირობებსა და თანადაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას.
ავტორი თეონა ფარულავა
