გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში.
სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - სუფსის, რიონისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 100 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
