იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში მოწყობილ სახერხ საამქროებში, არარეგისტრირებული 1 ლენტური და 2 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული.
ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 31 უკანონო სახერხი საამქრო.
