ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი,არჩილ გოგსაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას და სამძიმრის წერილს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, მწუხარებას გამოთქვამს , ბაღდათის ყოფილი მერის არჩილ გოგსაძის გარდაცვალების გამო.
არჩილ გოგსაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს 2017-2021 წლებში იკავებდა.
მისი მერობის პერიოდში ბაღდათში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.,,-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.
