,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.
ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…”-მეკლდეურობის ფედერაცია.
16 წლის ახალგაზრდა ავტოავარიაში დაიღუპა.შემთხვევა ქუთაისში ,ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით,საჭესთან ასევე არასრულწლოვანი,14 წლის გოგონა იჯდა.ის დაკავებულია.
