ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში მოხდა
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო , საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
" ათასჯერ მოვითხოვეთ გვირაბის თავზე მოაჯირის გაკეთება ყურადღება არავინ მოგვაქცია. ეს უკვე მეორე შემთხვევა "_ ამბობს მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებული.
ავტორი დავით ცხვარაძე.
