არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში,მეწყრულ ზონაში მდებარე ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის (X-XI ს) შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს,რომ კედლის მხატვრობაზე აღინიშნება ობისა და ნესტის კერები.
,,ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ნაგებობის მიმართულებით სუსტად დახრილი რელიეფი ხელს უწყობს წყლის მოძრაობას და ინფილტრაციას მისი საძირკვლისკენ, რაც კედლების ქვედა ნაწილის დანესტიანებას იწვევს.

ნაგებობაში შესვლისთანავე იგრძნობა ტენიანი გარემოსთვის დამახასიათებელი გამოხატული სუნი, რის გამოც აღმოსავლეთის კედელში განთავსებულ კარზე ვენტილაციის მიზნით ბოლო დროს მოუწყვიათ ბადისებრი ღიობი, თუმცა, ეს დიდ ეფექტს ვერ იძლევა.
ტენის კაპილარული მოძრაობის შედეგად კედლის მხატვრობაში აღინიშნება ბიოლოგიური დაზიანების, ობის და სოკოს კერები, ფერთა დეგრადაცია, ბზარები, ბათქაშის ფენის გამოფხვიერება და განშრევება ცალკეულ ადგილებში, რაც გრძელ ვადაში კიდევ უფრო დიდი საფრთხეა.

ფოტოებზე სხვა ტიპის დაზიანებებთან ერთად კარგად ჩანს სველი იატაკი და კედლის მხატვრობიდან ჩამოყრილი ნაწილაკები.

გადაუდებლად აუცილებელია დრენაჟის მოწყობა წყლის არიდების მიზნით და კედლის მხატვრობის კონსერვაცია.
ძეგლი მეწყრული კერიდან, სტიქიის ეპიცენტრიდან 50-60 მეტრში მდებარეობს, რაც ასევე გასათვალისწინებელია საპრევენციო ხასიათის გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად საინჟინრო და ბიოსაინჟინრო სამუშაოებისთვის.,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
ფოტოები-თორნიკე ბარათაშვილი.
