კომპანია „ფუდ გალერი,, ქუთაისში მომხმარებელთა მოწამვლისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, საკვებში აღმოჩენილი დარღვევების ფაქტს ეხმაურება.
,,21.05.26 დაფიქსირდა ჩვენი მომხმარებლების ინტოქსიკაციის შემთხვევები. ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც შეამოწმა ჩვენი საწარმო და მოგვცა შესაბამისი რეკომენდაციები.
რეკომენდაციების გათვალისწინებით, საწარმოო პროცესი დროებით შეჩერდა.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა სტაფილოკოკური ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გარკვეული მომხმარებლების ინტოქსიკაცია.
„ფუდ გალერი“ გულწრფელად უხდის ბოდიშს ყველა დაზარალებულ მომხმარებელს იმ დისკომფორტისა და ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, რაც აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია.
კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.,,-ინფორმაციას კომპანია აქვეყნებს.
შეახსენებთ, ,,ფუდ გალერის,, ქუთაისის ფილიალში შეძენილი საკვებით 36 ადამიანი მოიწამლა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკვების ნიმუშებში სტაფილოკოკი და ბაქტერიები აღმოაჩინა.
