ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავს მხოლოდ ორი ქუთაისელი ვეტერანი შეხვდა - ორესტი ბერულავა და გუგული სალუქვაძე.
ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით , ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს 1500 ლარი გადაეცათ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების1 000 ლარი გადაეცემათ.
