სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) არაგეგმურად შეამოწმეს. ფიზიკური პირი, ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
