სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.
ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.
