ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, ელეონორა არჩაია დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას ეხმაურება.
,,რამოდენიმე თვეა დიუშენის დაავადების მქონდე ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ.
ჩვენი ხელისუფლება პასუხად იმისა, რომ ბავშვებს დაეხმაროს და მისი მოვალეობა შეასრულოს, მშობლებს პროტესტის საშუალებას უზღუდავს და პროპაგანდისტული მედიით მათ დისკრედიტაციას ცდილობს.
სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია მისი მოწყვლადი მოქალქეების უფლებების დაცვა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა! თუმცა სახელმწიფოში სადაც მხოლოდ ჩინივნიკების გამდიდრებაა პრიორიტეტი, მოქალაქის ინტერესები უკანა ფლანგზე ინაცვლებს!
ჩემი ურყევი მხარდაჭერა მებრძოლ და შეუპოვარ მშობლებს! თქვენი შვილების ჯანმრთელიბისთვის ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის,,-ელეონორა არჩაია.
